დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირის _ ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის ) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 313 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19, 23/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.22.027.007.095 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.027.007.095
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №313
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 იანვრის №17 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ”;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს თანდართული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (დანართი №1), შემოქმედებითი კავშირის (დანართი №2), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის (დანართი №3), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) (დანართი №4), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) (დანართი №5), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის (დანართი №6), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) (დანართი №7) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშები შემდეგი აღწერილობით:”;
გ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ) და ზ) ქვეპუნქტები:
ვ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ყავისფერი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშნით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარწერით ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება (შემოკლებული დასახელება), წესდების მიღების თარიღი, ხელმძღვანელი ორგანო, დამფუძნებელთა და გამგეობის წევრთა ვინაობა, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები). ამავე გვერდზე სრულდება კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;
ზ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ყვითელი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშნით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარწერით ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებული კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები), დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული მისამართი. ამავე გვერდზე სრულდება კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი”;
დ) ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული იმ ცვლილებების შემთხვევაში, რომელიც იწვევს მათ სარეგისტრაციო მოწმობებში ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შენარჩუნებით, გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა სიტყვის ,,ცვლილება” მითითებით და ჩამოირთმევა და განადგურდება ადრე გაცემული შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა.
3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში შესაბამისი განცხადებისა და დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატი, სარეგისტრაციო მოწმობაზე შესაბამისი მინაწერით.”;
ე) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (გ. შონვაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების დამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.”;
ვ) ბრძანების №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №6 და №7 დანართები:
2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
პირველი გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციის
მოწმობა
მეორე გვერდი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანართი №3
მესამე გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - ფონდის რეგისტრაციის
მოწმობა
№
ფონდის სახელწოდება __________________________________________
________________________________________________________________
რეგისტრირებულია ,, ___ “ ,, _____________________________ “ 200 წ .
ადმინისტრაციული აქტის № _____________________________________
ფონდის ხელმძღვანელი ორგანო __________________________________
________________________________________________________________
წესდების მიღების თარიღი _______________________________________
დამფუძნებელთა და გამგეობის წევრთა ვინაობა ____________________
________________________________________________________________
იურიდიული მისამართი _________________________________________
________________________________________________________________
საქმიანობის მიზნები ____________________________________________
________________________________________________________________
________________________________________________________________
რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები
თანამდებობის პირის ხელმოწერა ----------------------------------
ბ . ა
მეოთხე გვერდი
პირველი გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული )
იურიდიული პირის - ფონდის ფილიალის
( წარმომადგენლობის ) რეგისტრაციის
მოწმობა
მეორე გვერდი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანართი №4
მესამე გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის
მოწმობა
№
ფონდის ფილიალის ( წარმომადგენლობის ) სახელწოდება ___________
________________________________________________________________
იურიდიული მისამართი ________________________________________
____________________________________________________________
რეგისტრირებულია ,, ___ “ ,, _____________________________ “ 200 წ .
ადმინისტრაციული აქტის № _____________________________________
დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული
მისამართი _____________________________________________________
________________________________________________________________
________________________________________________________________
საქმიანობის მიზნები ____________________________________________
________________________________________________________________
________________________________________________________________
რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები
თანამდებობის პირის ხელმოწერა ________________________________
ბ . ა
მეოთხე გვერდი
პირველი გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული )
იურიდიული პირის – კავშირის ( ასოციაციის ) რეგისტრაციის
მოწმობა
მეორე გვერდი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანართი №6
მესამე გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კავშირის (ასოციაციის) რეგისტრაციის
მოწმობა
№
კავშირის ( ასოციაციის ) სახელწოდება _____________________________
________________________________________________________________
რეგისტრირებულია ,, ___ “ ,, ____________ “ 200 წ .
ადმინისტრაციული აქტის № ______________________________________
კავშირის ( ასოციაციის ) ხელმძღვანელი ორგანო _____________________
_____________________________________________________________
წესდების მიღების თარიღი ________________________________________
დამფუძნებელთა და გამგეობის წევრთა ვინაობა _____________________
________________________________________________________________
_________________________________________________________________
იურიდიული მისამართი __________________________________________
_____________________________________________________________
საქმიანობის მიზნები _____________________________________________
_________________________________________________________________
_________________________________________________________________
რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები
თანამდებობის პირის ხელმოწერა ________________________________
ბ . ა .
მეოთხე გვერდი
პირველი გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის – კავშირის ( ასოციაციის ) ფილიალის ( წარმომადგენლობის ) რეგისტრაციის მოწმობა
მეორე გვერდი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დანართი №7
მესამე გვერდი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირის (ასოციაციის) ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის
მოწმობა
№
კავშირის ( ასოციაციის ) ფილიალის ( წარმომადგენლობის )
სახელწოდება ____________________________________________
________________________________________________________
იურიდიული მისამართი __________________________________
________________________________________________________
რეგისტრირებულია ,, ___ “ ,, ________________________ “ 200 წ .
ადმინისტრაციული აქტის № _______________________________
დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული
მისამართი _______________________________________________
________________________________________________________
საქმიანობის მიზნები ______________________________________
________________________________________________________
________________________________________________________
რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები
თანამდებობის პირის ხელმოწერა __________________________
ბ . ა .
მეოთხე გვერდი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები