გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016558
18
26/09/2023
ვებგვერდი, 27/09/2023
010250050.35.161.016558
გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 26 სექტემბერი

ქ.გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3  და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა  წახალისების  წესი დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური



დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემელი თანხის დაწესებას და თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას.

2. პროგრამის განმახორციელებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ოქროს მედალოსანი – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ატესტატს და რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.

2. ვერცხლის მედალოსანი – მოსწავლე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის პერიოდში იღებს სრული ზოგადი განათლების ატესტატს და რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9,8 ან მეტი, რაც დასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტით.

3. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.

4. წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი თანხა.

მუხლი 3. პროგრამის მიზანი

მოტივაციის ამაღლებისა და განვითარების ტემპის შენარჩუნების მიზნით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების წახალისება ერთჯერადი ფულადი გასაცემელის სახით.

მუხლი 4. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა

1. პროგრამით მოსარგებლეები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

2. პროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსნის  400 (ოთხასი) ლარისა და ვერცხლის მედალოსნის 300 (სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას.

მუხლი 5. წახალისების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები

1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.

3. დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/ რწმუნებულება (იმ შემთხვევაში თუ პროგრამით მოსარგებლე არასრულწლოვანია).

4. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

5.  ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროგრამით მოსარგებლე არის ოქროს/ვერცხლის მედალოსანი.

6. პროგრამით მოსარგებლე პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე  გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 6. წახალისების გაცემის პირობები და ადმინისტრირება

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური.

2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრულ ვადებში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში’ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით უგზავნის პროგრამის განმახორციელებელი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

4. არასრულწლოვანი მოსწავლისთვის გასაცემი თანხა ჩაირიცხება კანონიერი წარმომადგენლის პირად ანგარიშზე.

მუხლი 7. წახალისების წყარო და ანგარიშსწორება

1. დაფინანსება განხორციელდება გარდაბნის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 

2. ანგარიშსწორება ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.