ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016185
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
26/09/2023
ვებგვერდი, 27/09/2023
010250050.35.150.016185
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/09/2023 - 20/10/2023)

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 26 სექტემბერი

სოფ. წეროვანი

 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ( ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი“ დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




                                                                                                                  დანართი

 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსმედალოსანი) წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის წახალისების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლმაც  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატი.

ბ) დაფინანსება – ახალგორის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი).

გ) წახალისება  ერთჯერადი გასაცემელი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 3. მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა

1. აღნიშნული წესი ითვალისწინებს იმ  ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლ(ეებ)ის ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომელმაც   აიღო  სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატი.

2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოწავლეები.

მუხლი 4. განცხადების წარდგენა

1. ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულმა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების  ოქროსმედალოსნის ატესტატის ასლი;

ე) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი)   მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული კანონით დადგენილი წესით.

2. იმ შემთხვევაში, თუ წასახალისებელი პირი არასრულწლოვანია, განმცხადებელი/მშობელი/ან კანონიერი წარმომადგენელი/გამგეობაში თავის სახელზე დამატებით წარმოადგენს პირადობის მოწმობის ასლს, წასახალისებელი პირის დაბადების მოწმობის ასლს, მშობლის ან წარმომადგენლის საბანკო ანგარიშს.

მუხლი 5. დაფინანსების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების,კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც  იღებს გადაწყვეტილებას  წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად   წარუდგენს გამგებელს.

2. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას  ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში  განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით.

მუხლი 6. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება

1. დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით   გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან წარმომადგენლის/ მშობლის ანგარიშზე ჩარიცხვით.