ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენისა და სოფელ შემადელას საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენისა და სოფელ შემადელას საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016035
112
01/09/2023
ვებგვერდი, 07/09/2023
000000000.00.105.016035
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენისა და სოფელ შემადელას საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 112

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენისა და სოფელ შამადელას საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 14 მარტის №24-2423073122 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამადელას საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამადელაში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

საკრებულოს თავმჯდომარე    გიგა ფარულავა