დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.161.016003 |
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 27 ივლისის №18-182320886 წერილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1 განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 ივნისის №137656 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 4 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 5 განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 6 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 7 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა № 6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები