დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 340 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.10.003.024173 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (01/09/2023 - 16/04/2024)
|
მასწავლებლის ეროვნული დღის შესახებ
|
| მუხლი 1 |
მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით, დაწესდეს მასწავლებლის ეროვნული დღე.
|
| მუხლი 2 |
მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნოს ყოველწლიურად, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს – 27 ოქტომბერს.
|
| მუხლი 3 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი“.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი
|
მუხლი 1
1. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების (შემდგომში – მასწავლებელი) მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობებს. 2. მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი). 3. მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ: ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს; ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). მუხლი 2 1. მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას. 2. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია. 3. ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია ენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში. მუხლი 3. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელსაც ლაურეატზე გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის – „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების მართვის“ (პროგრამული კოდი: 32 01 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები