ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
29/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
010250050.35.141.016387
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/09/2023 - 22/11/2023)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 29 აგვისტო 

ქ. ახალქალაქი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დარღვევების მიმართ, რომელზეც  არ გამოიწერება საჯარიმო ქვითარი), დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს  სააღსრულებო  ფურცლის ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  ჩამოწერის  აქტის ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 6
დამტკიცდეს აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (ნაწილი I და ნაწილი II), დანართი 6-ის შესაბამისად.
მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №11 დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების  შესახებ (www.matsne.gov.ge, 06/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016202).
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან