ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016394
24
22/11/2023
ვებგვერდი, 27/11/2023
010250050.35.141.016394
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2023 წლის 22 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​​​​​3 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების, 240-ე და 240​​​1 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-17 პუნქტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:.“

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი

1. საჯარიმო ქვითარის (ოქმის) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები არიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსები. კერძოდ:

ა) საქართველოს კანონის ,,საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 1963, 1966  და 197, 1971, 198 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის, უფროსი.

ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 55-ე, 552, 553, 556, 63-ე, 64-ე, 642, 65-ე, 66-ე-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-ე-76-ე, 86-ე, 103-ე,125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით,1254, 1271, 135-ე, 1351, 145-ე, 151-ე 1512 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური უფროსი;

გ) საქართველოს კანონის „საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში),1074, 1191, 1341, 1461 148-ე, 150-ე, 1501, 152-ე, 1522 , 1525-1529, 1533, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 159​1, 166​2 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე და  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

დ) საქართველოს კანონის საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 172-ე (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით), 1728, 1729 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან