დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი |
| მიღების თარიღი | 23/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.81.094.016003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
3
23/08/2023
ვებგვერდი, 23/08/2023
010290000.81.094.016003
სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (23/08/2023 - 25/04/2025)
|
სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა შემდეგი დამცავი ნიშნებით:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში; ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე; გ) წყლის ნიშანი (სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ლოგოტიპი); დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „ანტიკორუფციული ბიურო“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ პოლიტიკური ფინანსების მინიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. |
| მუხლი 3 |
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში პარტიის ან/და პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშები) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
2.
04/05/2026 -
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება -
010 -
ვებგვერდი, 05/05/2026
1.
25/04/2025 -
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება -
7 -
ვებგვერდი, 28/04/2025
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 04/05/2026
გამოქ. თარიღი : 05/05/2026
დოკუმენტის ნომერი : 010
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
1
მიღების თარიღი : 25/04/2025
გამოქ. თარიღი : 28/04/2025
დოკუმენტის ნომერი : 7
„სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები