სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
მიღების თარიღი 23/08/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010290000.81.094.016003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
23/08/2023
ვებგვერდი, 23/08/2023
010290000.81.094.016003
სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/08/2023 - 25/04/2025)

 

სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის

ბრძანება №3

2023 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სსიპ  ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა შემდეგი დამცავი ნიშნებით:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;

ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;

გ) წყლის ნიშანი (სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს ლოგოტიპი);

დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „ანტიკორუფციული ბიურო“.

მუხლი 2
საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ პოლიტიკური ფინანსების მინიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები.
მუხლი 3
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში პარტიის ან/და პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშები) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსირაჟდენი კუპრაშვილი