აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

  • Word
აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 11/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 24/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 12/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.843
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
43
11/11/2004
სსმ, 135, 24/12/2004
040.170.280.12.005.006.843
აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2004 - 11/11/2020)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.843

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 43

2004 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 40 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად , კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული წესი „აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ “.

2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე მ. ჯიბუტი

წესი

აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

ეს წესი შემუშავებულია „არასახელმწიფო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიების მინიმალური საწესდებო კაპიტალისადმი

    მუხლი 2

ამ წესში გამოყენებულია ტერმინები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებით.

    მუხლი 3. მოთხოვნები საწესდებო კაპიტალისადმი

3.1. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია ლიცენზიის მაძიებლის განაღდებული საწესდებო კაპიტალი შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს.

3.2. ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეესაბამებოდეს პირველ პუნქტში განსაზღვრულ სიდიდეს

3.3. თუ აქტივების მმართველი კომპანია მართავს ერთზე მეტი იურიდიული პირის აქტივებს მაშინ მისი საწესდებო კაპიტალი უნდა გაიზარდოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის 10 პროცენტით ყოველი დამატებითი ერთეულისათვის.

3.4. თუ საწესდებო კაპიტალი ნაკლებია ამ წესით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობაზე მმართველი კომპანია ვალდებულია ამის შესახებ 5 დღის ვადაში აცნობოს კომისიას

3.5. ინვესტორთა დაცვის მიზნით კომისიას შეუძლია დააწესოს დამატებითი მოთხოვნები მმართველი კომპანიის კაპიტალზე (მათ შორის, კაპიტალის ადექვატურობის მოთხოვნების დაცვაზე).