დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.18.011.016519 |
|
ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საინვესტიციო ფონდების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 14 თებერვლის №22/04 ბრძანება; ბ) „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №42 დადგენილება; გ) „აქტივების მმართველი კომპანიების საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №43 დადგენილება; დ) „აქტივების მმართველი კომპანიების პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №47 დადგენილება; ე) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №48 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალიზებულ დეპოზიტართა ლიცენზირების წესი“; ვ) „სპეციალური დეპოზიტარის საწესდაბო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №52 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები