დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპეციალური დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 11/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 24/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.170.280.12.005.006.841 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2004 - 11/11/2020)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.12.005.006.841
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №52
2004 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური დეპოზიტარის საწესდაბო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული წესი “სპეციალური დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ “.
2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში განსაზღვრული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
წესი
სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1.
ეს წესი შემუშავებულია „არასახელმწიფო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტების საფუძველზე და განსაზღვრავს მოთხოვნებს სპეციალიზებული დეპოზიტარების მინიმალური საწესდებო კაპიტალისადმი
მუხლი 2.
ამ წესში გამოყენებულია ტერმინები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებით.
მუხლი 3. მოთხოვნები საწესდებო კაპიტალისადმი
3.1 სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია, რომ ლიცენზიის მაძიებლის განაღდებული საწესდებო კაპიტალი შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს.
3.2 ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სპეციალიზებული დეპოზიტარის განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეესაბამებოდეს პირველ პუნქტში განსაზღვრულ სიდიდეს.
3.3 თუ საწესდებო კაპიტალი ნაკლებია ამ წესით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობაზე, მმართველი კომპანია ვალდებულია ამის შესახებ 5 დღის ვადაში აცნობოს კომისიას
3.4 ინვესტორთა დაცვის მიზნით, კომისიას შეუძლია დააწესოს დამატებითი მოთხოვნები სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები