დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-73. 732321610 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.129.016019 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-73.732321610
2023 წლის 4 აგვისტო
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი
სოფლების ორთოფოტოსა და ქუჩების სახელდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების:
ა) დარკვეთის ორთოფოტო №1 დანართის შესაბამისად;
ბ) ზედუბნის ორთოფოტო №2 დანართის შესაბამისად;
გ) ზოდის ორთოფოტო №3 დანართის შესაბამისად;
დ) მოხოროთუბნის ორთოფოტო №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების დარკვეთის, ზედუბნის, ზოდისა და მოხოროთუბნის ქუჩების სახელდება №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი, საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები