დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016379 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2023 - 31/08/2023)
|
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის და 176 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებელი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 ლარის ოდენობით; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2024 წლის 1 იანვრამდე 7 ლარით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 9 ლარით, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობის გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის 2024 წლის 1 იანვრამდე 6 ლარით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 8 ლარით, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან 9 ლარით. 2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარით. 3. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის 1 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები