დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016384 |
|
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.118.016379) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებელი ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის – 2 ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 6 ლარი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობის გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის – 4 ლარი. 2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარით. 3. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები