სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 269
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017721
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
269
14/07/2023
ვებგვერდი, 17/07/2023
190020010.22.033.017721
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/07/2023 - 09/07/2025)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №269

2023 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 1146 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში  სახელმწიფო საწარმო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  სახაზინო სამსახურის (შემდგომში  სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის მიზნით:

ა) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პირველი ეტაპი დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 5 სახელმწიფო საწარმო;

ბ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მეორე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 იანვრიდან და 2025 წლის 1 ივლისამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 160 სახელმწიფო საწარმო;

გ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მესამე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 ივლისიდან და 2026 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს ამ ეტაპის დაწყების მომენტისთვის დარჩენილი ყველა სახელმწიფო საწარმო, რომელიც პირველ ან მეორე ეტაპზე არ გადასულა სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე.

მუხლი 2
სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, სახაზინო სამსახურმა, სსიპ  საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტებმა, სსიპ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად, უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებისთვის შესაბამისი ტრენინგ-სწავლების ჩატარება.
მუხლი 3
სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა, სახაზინო სამსახურთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში და ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში სათანადო ფუნქციონალური ცვლილებების შეტანა, საჭიროების შესაბამისად.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი