„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017936
178
09/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
190020010.22.033.017936
„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №178

2025 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 ივლისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის   დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის  14 ივლისის №269 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 17/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.22.033.017721) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის  მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში – სახელმწიფო  საწარმო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე  2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის მიზნით:

ა) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პირველი ეტაპი  დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის  მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 5 სახელმწიფო საწარმო;

ბ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მეორე ეტაპი დაიწყოს   2025 წლის 1 იანვრიდან და 2026 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს  არანაკლებ  90  სახელმწიფო საწარმო;

გ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მესამე ეტაპი დაიწყოს  2026 წლის 1 იანვრიდან და სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე  2027 წლის 1 იანვრამდე  გადავიდეს ამ  ეტაპის დაწყების მომენტისთვის დარჩენილი ყველა სახელმწიფო საწარმო, რომელიც პირველ ან მეორე ეტაპზე არ გადასულა სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი