დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44-19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016743 |
|
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ |
საქართველოს მთავრობა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებული როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),
სურთ რა, ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების გაძლიერება და არსებული, მეგობრული და ტრადიციული თანამშრომლობის გაფართოება, ურთიერთსარგებლის პრინციპის საფუძველზე, ეკონომიკურ და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისა და გააქტიურების მიზნით, დარწმუნებულნი არიან რა, რომ სახელშეკრულებო ჩარჩოს გაღრმავება ქმნის ხელსაყრელ პირობებს და თავსებად საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისათვის, ორივე ქვეყნის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1 ხელშემკვრელი მხარეები, მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორმხრივად ხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და დივერსიფიცირებას ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. მუხლი 2 თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თანამშრომლობის შესაძლებლობების თაობაზე სამრეწველო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, შემდეგ სფეროებში:
მუხლი 3 ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან გააფართოვონ და გაააქტიურონ თანამშრომლობა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:
მუხლი 4 ხელშემკვრელი მხარეები დააფუძნებენ ერთობლივ კომისიას იმისათვის, რომ განახორციელონ და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელშემკვრელ მხარეებს შორის და ასევე ზედამხედველობას გაუწევენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას (შემდგომში – წოდებული, როგორც „ერთობლივი კომისია“). ერთობლივი კომისიის მოვალეობებს წარმოადგენს, კერძოდ, შემდეგი:
მუხლი 5 ნებისმიერი განსხვავება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად. მუხლი 6 ეს შეთანხმება გამოიყენება იმ ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც გამომდინარეობს ხორვატიის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობიდან. შესაბამისად, ამ შეთანხმების დებულებები არ შეიძლება გამოყენებულ ან განმარტებულ იქნეს ისე, რომ ძალა დაეკარგოს ან სხვაგვარად გავლენა მოახდინოს იმ შეთანხმებებით დადგენილ ვალდებულებებზე, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი. მუხლი 7 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. მუხლი 8 წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის ვადის ამოწურვის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 9 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ხორვატულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები