დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.058.016162 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/07/2023 - 06/02/2025)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებები:
ა) ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად №1 დანართისა; ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება, თანახმად №2 დანართისა; გ) საგამოცდო ლაბორატორიის დებულება, თანახმად №3 დანართისა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. რეგულირების სფერო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში – ადმინისტრაციული სამსახური) სამართლებრივ საფუძვლებს, სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციას, ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ცენტრის დებულებითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. თავი II ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება: გ) საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; დ) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი; ე) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება; ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ზ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ) არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; კ) საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას. თავი III ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე ფუნქციების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის თანამშრომელი. მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახურის სხვა დასაქმებულები ადმინისტრაციული სამსახურის სხვა დასაქმებულები: ა) ასრულებენ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე; გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს. თავი IV დებულებაში ცვლილების შეტანა მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. რეგულირების სფერო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის (შემდგომში – საფინანსო-ეკონომიკური სამსახური) სამართლებრივ საფუძვლებს, სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციას, ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები საფინანსო-ეკონომიკური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ცენტრის დებულებითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. თავი II საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციები მუხლი 3. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციები საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბ) ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; დ) წლიური ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ე) ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბალანსის მომზადება; ვ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას. თავი III ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები მუხლი 4. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი 1. საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე ფუნქციების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის თანამშრომელი. მუხლი 5. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სხვა დასაქმებულები საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სხვა დასაქმებულები: ა) ასრულებენ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე; გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს. თავი IV დებულებაში ცვლილების შეტანა მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. დანართი №3 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. რეგულირების სფერო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საგამოცდო ლაბორატორიის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საგამოცდო ლაბორატორიის (შემდგომში – საგამოცდო ლაბორატორია) სამართლებრივ საფუძვლებს, სტრუქტურას, ძირითად ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები საგამოცდო ლაბორატორია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ცენტრის დებულებითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. თავი II საგამოცდო ლაბორატორიის ფუნქციები მუხლი 3. საგამოცდო ლაბორატორიის ფუნქციები 1. საგამოცდო ლაბორატორია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ, ფიზიკურ, ქრომატოგრაფიულ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ, სეროლოგიურ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიურ, ვეტერინარიულ-სანიტარიულ, რადიომეტრიულ და სპექტრომეტრულ გამოკვლევებს, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ბ) კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევებს; გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას; დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, პარაზიტოლოგიურ, რადიომეტრიულ გამოკვლევებსა და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენას; ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკურ, ფიზიკო-ქიმიურ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ და რადიომეტრიულ გამოკვლევებს; ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას. 2. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას. თავი III საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურა მუხლი 4. საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულები საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ქიმიური კვლევების განყოფილება; ბ) ბიოლოგიური კვლევების განყოფილება; გ) გარემოს კვლევების განყოფილება; დ) რეგისტრაციისა და ნიმუშების აღების განყოფილება. მუხლი 5. ქიმიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები ქიმიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ბ) ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; გ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; დ) ალკოჰოლიანი, სუსტალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 6. ბიოლოგიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები ბიოლოგიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ბ) ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; გ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის ნიმუშების/სინჯების ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; დ) სამკურნალო/პროფილაქტიკური, საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კვების პროდუქტების მწარმოებელი და მარეალიზირებელი დაწესებულებების სანიტარული კვლევები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 7. გარემოს კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები გარემოს კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული; ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის რადიომეტრიული და პარაზიტოლოგიური გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ბ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის ნიმუშების/სინჯების ვირუსოლოგიური გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური, ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; ზ)კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები; თ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 8. რეგისტრაციისა და ნიმუშების აღების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები რეგისტრაციისა და ნიმუშების აღების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საანალიზო ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ბ) საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების შეფასება, მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისათვის, ბიოდაცვის და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშების აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესებზე; დ) ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა; ე) საანალიზოდ შემოსული სინჯების/ნიმუშების რაოდენობის, გამოსაცდელი პროდუქტის, დამკვეთის, შესრულებული გამოკვლევების დასახელების, სტატისტიკური დამუშავება, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობასთან; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. თავი IV ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები მუხლი 9. საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი 1. საგამოცდო ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი. 2. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს საგამოცდო ლაბორატორიაში საანალიზოდ შემოსულ ნიმუშებს/სინჯებს საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის და ზედამხედველობს კვლევების ჩატარებას; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ქვედანაყოფში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მიუკერძოებლობაზე, კონფიდენციალურობას და დისციპლინის დაცვაზე; ე) ხელს აწერს/ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ხელმოწერით ადასტურებს საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული საგამოცდო ოქმის სისწორეს; ზ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ი) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფში დასაქმებულთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს ცენტრის უფროსის წინაშე სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს. 3. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს, ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული საგამოცდო ლაბორატორიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მუხლი 10. საგამოცდო ლაბორატორიაში განყოფილების სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. საგამოცდო ლაბორატორიაში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განყოფილებაში დასაქმებულ პირებზე ანაწილებს საანალიზოდ შემოსულ ნიმუშებს/სინჯებს, ზედამხედველობს და პასუხისმგებელია კვლევების ჩატარებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილებაში დასაქმებულთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილებაში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) უშუალოდ მონაწილეობს ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნის და დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტირების პროცესში; ე) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში ცენტრის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დავალებების შესრულებაზე. მუხლი 11. საგამოცდო ლაბორატორიის სხვა დასაქმებულები საგამოცდო ლაბორატორიის სხვა დასაქმებულები: ა) ასრულებენ საგამოცდო ლაბორატორიის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე; გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე, გამოცდების შედეგების უტყუარობის, ობიექტურობის და სიზუსტის უზრუნველყოფაზე, კონფიდენციალურობასა და მიუკერძოებლობაზე; დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს. თავი V დებულებაში ცვლილების შეტანა მუხლი 12. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი საგამოცდო ლაბორატორიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები