„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისს N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისს N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.058.016172
1
06/02/2025
ვებგვერდი, 07/02/2025
040030000.33.058.016172
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისს N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №1

2025 წლის 6 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის  სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 ივლისის №6 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 12/07/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.058.016162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული  სსიპ – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც ანგარიშვალდებულია საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის წინაშე. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს საგამოცდო ლაბორატორიის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ საგამოცდო ლაბორატორიის სხვა მოსამსახურეებს შორის, პასუხისმგებელია ცენტრის უფროსისა და საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დავალებების შესრულებაზე.“;

ბ) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული  სსიპ – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული საგამოცდო ლაბორატორიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიზაზა შავაძე