დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “№4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 27/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.641 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/08/2004 - 25/08/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.641
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №50/2004
2004 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
№4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის �საქართ�ველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) მხარდამჭერთა სია შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 (ათასი) ხელმოწერით, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც წარდგენილი კანდიდატი ბოლო არჩევნებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად და უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის �ბ� ან �ვ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;
ბ) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი � 2 ცალად;
გ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.
��� მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები