დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “№4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 27/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.642 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.641
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №51/2004
2004 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
№4 კრწანისის, №8 დიდუბის, №32 გორის და №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის �საქართ�ველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
იმ პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოსათვის რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართვის ბოლო ვადად, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 30 აგვისტოს 18 საათისა.
��� მუხლი 2
ცესკოს სათანადო სამსახურმა დასკვნა ამ დადგენილების პირველი მუხლში აღნიშნული პარტიის განცხადებასა და თანდართულ საბუთებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 31 აგვისტოსი.
��� მუხლი 3
ცესკოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული პარტიის განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული უზუსტობების შესახებ წერილობით აცნობოს პარტიის წარმომადგენელს არა უგვიანეს 2004 წლის 3 სექტემბრის 18 საათისა, ხოლო აღნიშნულმა პარტიამ შესწორებული განცხადება და თანდართული საბუთები ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 6 სექტემბრის 18 საათისა.
��� მუხლი 4
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულმა პარტიამ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ცესკოს წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 8 სექტემბრის 18 საათისა.
��� მუხლი 5
საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნა არა უგვიანეს 2004 წლის 8 სექტემბრისა.
��� მუხლი 6
ცესკოს სათანადო სამსახურმა ამ დადგენილების მე-4 მუხლში აღნიშნულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები შეამოწმოს და ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო დასკვნა წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 12 სექტემბრისა.
��� მუხლი 7
საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევა არა უგვიანეს 2004 წლის 10 სექტემბრისა.
��� მუხლი 8
ცესკოს თავმჯდომარემ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის საკითხი გადაწყვიტოს არა უგვიანეს 2004 წლის 14 სექტემბრის 18 საათისა.
��� მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები