“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს “საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდორეობის დაცვის ცენტრი”-ს შექმნისა და მისი დებულები დამტკიცების შესახებ”

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს “საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდორეობის დაცვის ცენტრი”-ს შექმნისა და მისი დებულები დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 03/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 13/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.11.109.006.599
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
82
27/07/2004
სსმ, 80, 03/08/2004
450.040.000.11.109.006.599
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს “საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდორეობის დაცვის ცენტრი”-ს შექმნისა და მისი დებულები დამტკიცების შესახებ”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/08/2004 - 13/09/2017)

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 82

2004 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძიების, კვლევის, ფიქსაციისა და დაცვის სფეროში ერთიანი და კომპლექსური მიდგომის, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერთა აზრისა და გამოცდილების გაზიარების, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი”.

2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი” თანდართული დებულება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ს. ზურაბიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი” დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი” (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საგარეო პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების ხელშემწყობ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სათათბირო ორგანოს.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებითა და ამ დებულებით.

 

II. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციები

3. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი შეჯერებული პოზიციის შემუშავება;

ბ) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის კოორდინირებულად წარმართვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;

გ) საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკის ანალიზი, განზოგადება და საქართველოს კულტურის ძეგლების შესწავლისა და დაცვის მიზნით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე სემინარებისა და სიმპოზიუმების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;

ვ) სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომების მომზადება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული მასალების შესწავლა და ანალიზი;

ი) თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით ცენტრი თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან.

 

III. ცენტრის მუშაობის პრინციპები

4. ცენტრს ჰყავს დირექტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

5. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე.

6. ცენტრის საქმიანობის შემაჯამებელი სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცენტრის რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია ცენტრის დირექტორის ინიციატივით.

7. სხდომებს შორის ცენტრის საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორი, რომელიც ამზადებს ცენტრის სხდომებს, ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციულ-ოპერატიულ ღონისძიებებს, ხელს უწყობს გადაწყვეტილებათა შესრულებას და სათანადო ინფორმაციას აწვდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმღვანელობას.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის წევრებს. ცენტრის საქმიანობაში მონაწილება შეიძლება მიიღოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე ნებისმიერმა პირმა.

9. ცენტრის წევრები დირექტორის გადაწყვეტილებით მუშაობენ კონკრეტულ მიმართულებებსა და საკითხებზე.

10. ცენტრის მიერ მიღებული წინადადებები წარედგინება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

IV. ცენტრის უფლებები

11. კომპეტენციის ფარგლებში ცენტრი უფლებამოსილია მის წინაშე დაყენებულ ნებისმიერ საკითხზე მოამზადოს გადაწყვეტილებები და წინადადებები და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

V. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

12. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.