დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.030.016166 |
|
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2001 წლის 7 აგვისტოს №88 ბრძანება (სსმ, 87, 20/08/200, 07/08/2001, 480.230.000.11.109.004.912); ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს „დიპტრანსი” წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №75 ბრძანება (სსმ, 24 .07.2002 წ., მუხლი 689); გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №76 ბრძანება (სსმ, 24.07 2002 წ. მუხლი 690); დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტოს „მთაწმინდა” წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 ივლისის №74 ბრძანება (სსმ, 24.07.2002 წ., მუხლი 688); ე) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის – „დიპლომატის" დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №53 ბრძანება (სსმ, 48, 30/05/2003, 28/05/2003, 040.030.000.11.109.005.8480; ვ) ,,საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 თებერვლის №29 ბრძანება (სსმ, 23, 28/02/2005, 21/02/2005, 450.040.010.22.030.007.105); ზ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს – „საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 ივლისის №82 ბრძანება (სსმ, 80, 03/08/2004, 27/07/2004, 450.040.000.11.109.006.599); თ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 ოქტომბრის №137 ბრძანება (სსმ, 127, 31/10/2005, 26/10/2005, 040.030.000.22.030.007.821); ი) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №242 ბრძანება (სსმ,142,16/10/2006,10/10/2006,010.240.030.22.030.009.458); კ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 13 მაისის №97 ბრძანება (სსმ, 72, 14/05/2008, 13/05/2008, 010.240.030.22.030.011.825). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები