განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018306
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51/ნ
26/06/2023
ვებგვერდი, 26/06/2023
010020000.22.022.018306
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/06/2023 - 26/12/2023)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №51/ნ

2023 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემბლემის ფორმები ამ ბრძანების დანართი №1, №2, №3 და №4-ის შესაბამისად;

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №5-ის  შესაბამისად;

გ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა  ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად;

დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №7-ის  შესაბამისად;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების  დანართი №8-ის  შესაბამისად;

ვ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია)  ამ ბრძანების დანართი №9-ის  შესაბამისად;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №10-ის  შესაბამისად;

თ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური პირების (თანამშრომლის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა  ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად;

ი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური პირების (სტუმრის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა  ამ ბრძანების დანართი  №12-ის შესაბამისად;

კ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი უვადო საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №13-ის შესაბამისად;

ლ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი ვადიანი  საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №14-ის შესაბამისად;

მ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №15-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი