დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 143/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.22.022.018398 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2023 - 31/12/2024)
|
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023), საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ემბლემის ფორმები დანართების №1-ის, №2-ის, №3-ისა და №4-ის შესაბამისად; ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად; გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად; დ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) დანართი №7-ის შესაბამისად; ე) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) დანართი №8-ის შესაბამისად; ვ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) დანართი №9-ის შესაბამისად; ზ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) დანართი №10-ის შესაბამისად; თ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფიზიკური პირების (თანამშრომლის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა დანართ №11-ის შესაბამისად; ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფიზიკური პირების (სტუმრის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა დანართ №12-ის შესაბამისად; კ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი უვადო საშვის ფორმა დანართ №13-ის შესაბამისად; ლ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი ვადიანი საშვის ფორმა დანართ №14-ის შესაბამისად; მ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა დანართი №15-ის, №16-ის, №17-ისა და №18-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 ივნისის №51/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები