დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.110.016480 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/06/2023 - 18/07/2023)
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, 239-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის, 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად; ბ)საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად; გ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №4 დანართის შესაბამისად; ე) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი №5 დანართის შესაბამისად; ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა №6 დანართის შესაბამისად; ზ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა №7 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ა) საქართველოს კანონის ,, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 771, 772, 825, (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 125-ე მუხლის მე-8, მე-16 ნაწილებით, 1341, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501, 1512, 152-ე, 1522, 1525, 1526-1529, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების, ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და ,,საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს; ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას; გ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „აბაშის კეთილმოწყობას“; დ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 1966, 197-ე, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს; ე) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს“. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №45 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. |
მუხლი 2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრების (ოქმები) ფორმები, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი. |
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრები (ოქმები) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები:
ა) ნომერი; ბ) დამცავი ბადე; გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს; 2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პასუხისმგებელი პირი. 4. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის თანამშრომლებს, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს. 5. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ხელმოწერით. |
მუხლი 3.
ოქმების შენახვა |
1. ოქმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან. 3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. |
მუხლი 4.
საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება |
1. ოქმს
სათანადოდ
უფლებამოსილი
პირები
ადგენენ
საქართველოს
კანონით
,,საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსი
“ და
საქართველოს
ორგანული
კანონით
,,საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი
“ გათვალისწინებული
სამართალდარღვევის
ფაქტების
გამოვლენისას
.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად , რომელთაგან : ა ) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად , დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს ) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ; ბ ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან ; გ ) მესამე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლიარის ჩაბარების შესახებ , ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას , ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით . 3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არიან მოწმეები , რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ , ოქმის შემდგენმა პირმა , საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად , შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში . 4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით , ოქმში ჩანაწერი კეთდება გარკვევით , დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში , ივსება ახალი ოქმი . ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც ოქმის შემვსები , მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზის მითითებით , აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა – ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს ) 5. ოქმის შედგენისას , დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები , რაც აღინიშნება ოქმში . 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება : ა ) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი ; ბ ) ოქმის შემდგენის თანამდებობა , სახელი და გვარი ; გ ) ნორმატიული აქტების დასახელება , რომელიც იქნა დარღვეული ; დ ) ნორმატიული აქტი ( ნორმაზე მითითებით ), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის ; ე ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ : ფიზიკური პირი - სახელი , გვარი , მისამართი , პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის პირობების შემთხვევაში ); იურიდიული პირი - იურიდიული პირის მისამართი , სახელწოდება , საიდენტიფიკაციო კოდი , წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები ; ვ ) მოწმეთა ან /და დაზარალებულთა სახელები , გვარები და მისამართი , თუ ასეთები არიან ; ზ ) სამართალდამრღვევის ახსნა -განმარტება ; თ ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები ; 7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი , თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი , ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც . 8. იმ შემთხვევაში , თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე , ოქმის შემდგენის მიერ , ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი . 9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა -განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო , აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები . 10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს ), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე . 11. საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი “ 270-ე მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად , ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში , ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს .
|
მუხლი 5.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების აღრიცხვა. |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეულები ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები. |
მუხლი 6.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა |
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია. |
მუხლი 7.
დასკვნითი დებულებები |
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი №2
|
|
დანართი №3
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
|
ოქმის
შედგენის
ადგილი
: ----------------- ოქმის
შედგენის
თარიღი
: ------ -------------------- 20.. წ
.
აბაშის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა , ----------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა , სახელი , გვარი ) შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე , რომ -------- წლის ---------- ----------------------- გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ---------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია --------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება : სახელი , გვარი , პირადი ნომერი , საცხოვრებელი ადგილის მისამართი ; იურიდიული პირის შემთხვევაში − სრული დასახელება , მისამართი , წარმომადგენლის თანამდებობა , სახელი , გვარი , პირადი ნომერი , საცხოვრებელი ადგილის მისამართი ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი : ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის , რომლის თაობაზეც შედგენილია ეს ოქმი , განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------- მუხლით . 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები . კერძოდ , ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს , მისცეს ახსნა -განმარტებანი , წარადგინოს მტკიცებულებანი , განაცხადოს შუამდგომლობანი ; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით ; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა , ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით ; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით , რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში . ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში , როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან , კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ):
ოქმს ------------------------------- დარღვევის ჩამდენის ახსნა -განმარტება . (ერთვის / არ ერთვის ) ოქმი შევადგინე : ----------------------------------------------------------------- დამრღვევი : ---------------------------------------------------------------------- მოწმეები : 1. -------------------------------------------------------------------- ბ . ა . 2. ------------------------------------------------------------------- ოქმს გავეცანი , ასლი ჩავიბარე : ------------------------------------------------- დანართი № 3 შენიშვნა : --------------------------------------------------------------------------
|
დანართი №4
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
|
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
|
|
დანართი№6
|
ა ქ ტ ი №
|
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის შესახებ ( აქტის შედგენის ადგილი) ---------- ---------------------------- 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს.
|
დანართი №7
|
სააღსრულებო ფურცელი №
|
------------------------------ -------------------------------
(ს/ფ გაცემის ადგილი) (ს/ფ გაცემის თარიღი) (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) სააღსრულებო ფურცელი გაიცა: მიმართ: (დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) (სამართალდამრღვევის იურიდიული მისამართი ან ფაქტობრივი მისამართი) (დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი) (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება) საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: ----------------------------------------------------- (სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები) კრედიტორი: რეკვიზიტები: (კრედიტორის რეკვიზიტები) მოვალე: რეკვიზიტები: (მოვალეს რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) უფლებამოსილი პირი: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები