„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.110.016561
34
29/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
020080160.35.110.016561
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2026 წლის 29 ოქტომბერი

აბაშა



 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.110.016480) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსი“ 2093, 239-ე, 240-ე და 2401 მუხლების, აგრეთვე 242-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: “.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს:

ა)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების,  ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  №1 დანართის შესაბამისად;

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  №3 დანართის შესაბამისად;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა  №4 დანართის შესაბამისად;

ე) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი №5 დანართის შესაბამისად;

ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის  შესახებ აქტის ფორმა №6  დანართის შესაბამისად;

ზ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა №7 დანართის შესაბამისად;

თ)  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა  №8 დანართის შესაბამისად;

ი) ახსნა-განმარტების ფორმა №9 დანართის შესაბამისად.“.

3. დადგენილების მე-2  მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 55​2, 55​6 და 77​1  მუხლებით, 82​5  მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში),  125-ე მუხლის მე-8, მე-14 და მე-16 ნაწილებით, 134​1 და 146​1 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილებით, 150-ე, 150​1, 151​2, 152-ე,  152​2, 152​5, 152​6-152​9 და 153​4 მუხლებით, 158​5   მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-7 პუნქტითა და 96-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს;“.

4. დადგენილების მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე, 1032 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ,,აბაშის კეთილმოწყობას“;”.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ეს წესი, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსს, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.“.   

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თუ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის  ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების  მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს.“. 

7. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს  მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 51. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და მისი გამოყენების წესი საქართველოს კანონის  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც ამავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ითვლება ქმედება/უმოქმედობა, როდესაც:

ა) მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას, მგზავრობის დაწყებისთანავე არ შეიძენს  ბილეთს ან ელექტრონული გადახდის საშუალებით არ გადაიხდის მგზავრობის ტარიფით განსაზღვრულ თანხას, არ შეინახავს მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე არ წარუდგენს ბილეთს/ელექტრონული გადახდის საშუალებას.   

 ბ) მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, მგზავრობის დაწყებისთანავე არ შეუძენს ბავშვ(ებ)ს სათითაოდ ბილეთს ან ელექტრონული გადახდის საშუალებით არ გადაუხდის მგზავრობის ტარიფით განსაზღვრულ თანხას, არ შეინახავს ბილეთ(ებ)ს ან ელექტრონული გადახდის საშუალებას მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე არ წარუდგენს მას (ბილეთ(ებ)ს ან ელექტრონული გადახდის საშუალებას/საშუალებებს).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე სამართალსუბიექტი უფლებამოსილია, თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

5.თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობის მგზავრს.

6. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა  სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშულება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა  მგზავრობის ტარიფით განსაზღრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა  ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს ელექტრონული  საჯარიმო ქვითარი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის   თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღევს.

7. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი გადაიყვანოს  პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს  სამართალდამრღვევს.

8. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს ელექტრონულად, რაც ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საჯარიმო ქვითრის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი   აქტების   შესაბამისად.  სამართალდამრღვევს   გამოეწერება   და  ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და  მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

10. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – ოქმის შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის მისამართი და სხვა;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, არსი: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა/ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით;

ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;

თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში – შემდგენის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.

11.ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დაიტანება შემდეგი ტექსტი:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. №1) და შემდგომ  სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).  

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის იძულებით აღსრულების  ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

12. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომწერი თანამშრომელი  და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან  სხვა მონაწილე, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

13. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი თანამშრომლის მიერ.

14. საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №9).

15. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რაც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

16. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 -ის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და  საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

დანართი №8

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

 

№ 000000

1. შედგენის თარიღი

2.შემდგენის თანამდებობა

სახელი და გვარი

3.სამართალდამრღვევის პირადი №

სახელი და გვარი

 

რეგისტრაციის მისამართი

 

და სხვა

4.სამართალდარღვევის ჩადენის

ადგილი:

დრო:

ავტობუსის მარშრუტის №

ავტობუსის სახელმწიფო №

 

 

არსი: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა/ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა

5.პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის ,,საქართველოს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“  130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით

6.ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი

7.საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი  300363255

8.მოწმე ან სხვა მონაწილე

სტატუსი/ხელმოწერა

9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა/

უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე

10.შემდგენის ხელმოწერა

11.შენიშვნა

 

 

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. აბაშა, ტროფი დარასელიას ქ. №1) და შემდგომ  სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247).  

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის იძულებით აღსრულების ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №9

ახსნა-განმარტება

1. დამრღვევის:

ა) სახელი და გვარი_________________________________________________________

ბ) პირადი №________________________________________________________________

გ) მისამართი _______________________________________________________________

 

 

დ) დაბადების თარიღი ______________________________________________________

ე) სამუშაო ადგილი _________________________________________________________

ვ) ადმ. სამართალდარღვევის ოქმის ნომერი ___________________________________

ზ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

თ) სასკ-ის -----------------------------------------------------------------------------------

 2. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი: _______________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

           ___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 დამრღვევის ხელმოწერა: _____________________ თარიღი: _____________________

                                                                                                              რიცხვი, თვე, წელი

 

თარჯიმანი (თუ არის): _____________________________________________________

                                                                  ხელმოწერა, სახელი, გვარი

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია