დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 214 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024047 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/06/2023 - 09/10/2023)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 123 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 − მე-5 პუნქტები: „3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას პირი თავისუფლდება „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 541, 68-ე, 681, 82-ე, 821 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან. 4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 17 მუხლის „ა“ − „დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, აღნიშნულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ დადგენილების 110 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 156-ე გრაფა:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 12 ივნისიდან და ძალაშია 2023 წლის 1 ნოემბრამდე. |
|
დოკუმენტის კომენტარები