იურიდიულ პირთა რეესტრში, იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას

იურიდიულ პირთა რეესტრში, იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018296
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41/ნ
31/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
430010000.22.022.018296
იურიდიულ პირთა რეესტრში, იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/06/2023 - 01/06/2023)

იურიდიულ პირთა რეესტრში, იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №41/ნ

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

იურიდიულ პირთა რეესტრში იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ჰ16 ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს იურიდიულ პირთა რეესტრში იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი




დანართი

იურიდიულ პირთა რეესტრში იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას

 

მუხლი 1. კრიტერიუმების განსაზღვრის მიზანი

იურიდიულ პირთა კრიტერიუმების (შემდგომ – წესი) განსაზღვრის მიზანია იურიდიულ პირთა რეესტრში იმ იურიდიული პირების შეყვანის კრიტერიუმების დადგენა, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ენების ერთიანი ევროპული ჩარჩო (CEFR) – ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ უცხოური ენების სწავლა-სწავლებისა და შეფასებისათვის შედგენილი ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო;

ბ) აპლიკანტი – უცხოური ენის სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრირებული ფიზიკური პირი;

გ) სერტიფიკატის მფლობელი პირი – აპლიკანტი, რომელმაც წარმატებით დაძლია იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული B2 ან უფრო მაღალი დონის  სასერტიფიკატო გამოცდის მინიმალური ბარიერი;

დ) ორგანიზაცია – იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის მსურველი ან შეყვანილი იურიდიული პირი, რომლის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას;

ე) იურიდიულ პირთა რეესტრი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იმ იურიდიული პირების ნუსხა, რომლებიც გასცემენ სერტიფიკატებს იმ უცხოურ ენებში, რომლებშიც სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება საგნის გამოცდა და რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან;

ვ) ორგანიზაციის მიერ გადაცდომა წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებიდან – წინამდებარე წესის მიზნებისთვის ორგანიზაციის მიერ გადაცდომად ჩაითვლება იმ პირზე სერტიფიკატის გაცემა, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სასერტიფიკატო გამოცდაში და/ან არ დაუძლევია სასერტიფიკატო გამოცდის მინიმალური ბარიერი, ასევე ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული რომელიმე კრიტერიუმის ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დაუცველობა.

მუხლი 3. ორგანიზაციის შერჩევის კრიტერიუმები

იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის მიზნით, ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უნდა წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელსაც საგანმანათლებლო საქმიანობა წესდებით აქვს განსაზღვრული და ახორციელებს მას. მათ შორის, იმ უცხოური ენის სწავლების და ცოდნის დონის სერტიფიკატით დადასტურებას, რომლებშიც სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება საგნის გამოცდა;

ბ) უნდა ჰქონდეს ენების ერთიანი ევროპული ჩარჩოს (CEFR) ენის ფლობის B2 ან უფრო მაღალი დონის ზოგადი აღწერილობით გათვალისწინებული პროგრამის საფუძველზე შედგენილი საგამოცდო პროგრამა და საკითხების ჩამონათვალი, შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროგრამის თითოეული კომპონენტის მიხედვით;

გ) უნდა ატარებდეს სასერტიფიკატო გამოცდას, რომლითაც დასტურდება პირის ენობრივი კომპეტენცია უცხოურ ენაზე წერის, კითხვის, ლაპარაკის და მოსმენის უნარებში, ისე, რომ სერტიფიკატის მფლობელ პირს ენების ერთიანი ევროპული ჩარჩოს (CEFR) ენის ფლობის B2 ან უფრო მაღალი დონის ზოგადი აღწერილობით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად შეეძლოს დააკმაყოფილოს ენების ერთიანი ევროპული ჩარჩოს (CEFR) ენის ფლობის B2 ან უფრო მაღალი დონე;

დ) უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც შესაბამისი უცხოური ენის მიმართულებით, კანონმდებლობით აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განათლების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს ან ატარებს სემინარებს ან ხელმძღვანელობს პრაქტიკას უცხოური ენის სწავლების  მიმართულებით ან შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს  შესაბამისი უცხოური ენის სწავლების  მიმართულებით და აქვს საგამოცდო პროგრამების შექმნისა და საგამოცდო ნაშრომების გასწორების გამოცდილება ამავე უცხოური ენის მიმართულებით;

ე) უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა (მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით) საგამოცდო ნაშრომების არანაკლებ 1 წლის ვადით შენახვისთვის.

მუხლი 4. ორგანიზაციის შერჩევის პროცედურები

1. ორგანიზაცია, რომელსაც სურს იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანა, განცხადებით მიმართავს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ცენტრი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის ავტობიოგრაფია (CV) და ცნობები სამუშაო ადგილიდან, რომლითაც დადასტურდება ამ წესის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) ორი რეკომენდაცია:

გ.ა) ერთი გაცემული საქართველოში იმ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, რომლის სახელმწიფო ენასაც წარმოადგენს შესაბამისი უცხოური ენა;

გ.ბ) მეორე გაცემული იმ უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს შესაბამისი უცხოური ენის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს;

დ) ენების ერთიანი ევროპული ჩარჩოს (CEFR) ენის ფლობის B2 დონის სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამა და საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი, შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროგრამის თითოეული კომპონენტის მიხედვით;

ე) ინფორმაცია საგამოცდო ნაშრომების შენახვის პირობების შესახებ (საგამოცდო ნაშრომების შესანახი დაცული სათავსოს აღწერილობა და ფოტომასალა, ნაშრომების დაცვასა და ნაშრომებთან წვდომაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია).

3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ შერჩეული ორგანიზაციის  იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანა განხორციელდება მინისტრის ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.

5. ორგანიზაციის იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანა განხორციელდება ექვსი წლის ვადით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირდა ორგანიზაციის მიერ გადაცდომა წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებიდან, რაც შედეგად გამოიწვევს ორგანიზაციის ამოღებას იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ერთ რომელიმე ენაში უცხოური ენის სასერტიფიკატო გამოცდის  ჩატარების უფლების მოპოვება ორგანიზაციას არ ანიჭებს უფლებამოსილებას ჩაატაროს სასერტიფიკატო გამოცდა სხვა რომელიმე უცხოურ ენაში. ყოველ ახალ ენაში უცხოური ენის სასერტიფიკატო გამოცდის  ჩატარების უფლების მოპოვება უნდა მოხდეს ამ კრიტერიუმებით გათვალისწინებული ხელახალი პროცედურების გავლით.

მუხლი 5. იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგი

1.  იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული ორგანიზაციის მიერ შესაბამის უცხოურ ენაში ჩატარებული გამოცდის მიმდინარეობას მონიტორინგს უწევს ცენტრი.

2. იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაცია ვალდებულია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების შესახებ აცნობოს ცენტრს გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

3. იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვის მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი იურიდიულ პირთა რეესტრში ორგანიზაციის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

4. მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უგზავნის იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილ თითოეულ ორგანიზაციას.

მუხლი 6. იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციის ვალდებულებები

იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) სასერტიფიკატო გამოცდაზე გასული აპლიკანტების წინასწარ ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, სერტიფიკატის მფლობელი პირების პერსონალური მონაცემები (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა და პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი) წარუდგინოს ცენტრს;

ბ) სასერტიფიკატო გამოცდაზე გასული აპლიკანტების წინასწარ ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, სერტიფიკატის მფლობელი პირების საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული (სკანირებული) ვერსია წარუდგინოს ცენტრს.

მუხლი 7. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები

1. ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციის მიერ ცენტრისთვის გადაცემული მონაცემები იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანილ ორგანიზაციაში ინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადით, ხოლო ცენტრის მიერ ინახება 50 წლის ვადით.

2. ცენტრში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობით.