„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016304
102
22/05/2023
ვებგვერდი, 24/05/2023
310150000.54.066.016304
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №102

2023 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტების გარდა)“;.

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტების გარდა)“;.

3. 30-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოწმობის აღიარების ჩანართის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს მოწმობის და ოსტატობის ავთენტურობას და მათი მოქმედების ვადებს მოწმობის გამცემ საავიაციო  ხელისუფლებასთან   ამ წესის №15 დანართის შესაბამისად ან მოწმობის გამცემი სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და მეთოდის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწმობის აღიარება ხდება მხოლოდ ერთჯერადი, არაკომერციული ფრენის განხორციელებისთვის“.;

ბ) მე-5 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში შესაბამისი თეორიული გამოცდების სააგენტოში (მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის და ბორტინჟინრის შემთხვევაში – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში) არაუმეტეს ორი მცდელობის შედეგად წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს შემდეგ საგნებში:

ე.ა.ა) საჰაერო სამართალი;

ე.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა);

ე.ა.გ) საექსპლუატაციო წესები (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღიარებისა)“.

4. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი“;

ბ) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი“;.

5. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. №3 და 17 დანართები  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

8. №6 დანართი  ამოღებულ იქნეს.   

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი