დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016582 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/05/2023 - 19/05/2023)
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016429) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაშვებული იქნას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე 2 ბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე ელექტრო ტრანსპორტის (მხოლოდ 3 ბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება საექსკურსიო მიზნებისთვის.“. 2. პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე აიკრძალოს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება 2024 წლის 1 იანვრიდან.“. |
| მუხლი 2 |
შეჩერდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016429) პირველი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 იანვრამდე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები