დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016584 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და დადგენილების ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 28 აპრილის №9 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016582) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაშვებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის (მხოლოდ სამბორბლიანი ელექტროსკუტერის) გადაადგილება.“. 2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 შეჩერდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილების (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016429) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2024 წლის 1 იანვრამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 3 მაისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები