დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016510 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/04/2023 - 22/08/2023)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფები დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის გარდა) ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარებს; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს. |
მუხლი 3 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის გარდა) ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“. |
მუხლი 4 |
1. წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“-სათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრს“; ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას. 2. ამ დადგილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის მგზავრობისათვის საჭირო გადახდის შესაბამისი საშუალების (მოწმობა) დამზადებასა და გადაცემას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“. |
მუხლი 5 |
მგზავრი ვალდებულია დადგენილების ავტობუსებით მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს ელექტრონული გადახდის საშუალებით. |
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფები
|
|
დოკუმენტის კომენტარები