დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016469 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართი 1-ის (ფორმა №1; №2) შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
წინამდებრე წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის, აგრეთვე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. დაწესებულება – თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტი და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
2. ქონება – ბაღდათის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) აქტივები. 2. ძირითადი აქტივები – ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის მცირეფასიანი აქტივები; 3. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 4. კომისია – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შექმნილი კომისია. 5. ქონების განადგურება – მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ჩამოწერილი გამოუსადეგარი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით, შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნარჩენების გადამზიდი იურიდიული პირი) გადაცემა. |
მუხლი 3.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა |
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების:
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების:
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. |
მუხლი 4.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პროცედურები |
1. მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია (შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაევალოს ინვენტარიზაციის კომისიას) სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს მათი ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1) და ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (ფორმა №2) თითოეულ აქტივზე ცალ-ცალკე. კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ.
2. კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით. |
მუხლი 5.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა |
1. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ დადგენილების ფორმა №2 საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 6.
ჩამოწერილი გამოუსადეგარი ქონების განადგურება |
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები