საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 24/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.11.117.006.361
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
63
16/02/2004
სსმ, 20, 24/02/2004
450.040.010.11.117.006.361
საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2004 - 19/11/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.11.006.361

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №63

2004 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შეასხებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 ნოემბრის 648 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. შექმნას ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

აკაკი რამიშვილი – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;

ლევან ლეჟავა – საფინანსო სამსახურის უფროსი;

ქეთევან გელეიშვილი – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ჯიგურ ცირამუა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ლევან გრიგალაშვილი – ბურალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდილოგიის სამსახურის უფროსი;

მანანა ჯაბადარი – კადრების სამსახურის უფროსი;

ლევან ჟორჟოლიანი – ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარის ყოფილი მაოდგილე;

ნაზი კუპრაშვილი – ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის მთავარი ბუღალტრის ყოფილი მოადგილე;

მაია მუმლაძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი კომისიის მდივანი;

2. კომისიამ სალიკვიდაციო სამუშაოები წარმართოს შესაძლო ინტენსივობით, სამუშაოების დამთავრება და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა უზრუნველყოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში.

3. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბათილად იქნს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 ნოემბრის 648 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.11.98 წ. 306/პ-375 ბრძანება საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ”.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი