დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 27/05/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.040.010.22.033.007.385 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.22.033.007.385
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №327
2005 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 თებერვლის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 თებერვლის №63 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №20, მუხლი 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1”. შეიქმნას საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
მალხაზ ბეგიაშვილი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ლევან ლეჟავა – საფინანსო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
დიმიტრი ბარამია – ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
ლევან ჟორჟოლიანი – საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
ნაზი კუპრაშვილი – საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის მთავარი ბუღალტრის ყოფილი მოადგილე, კომისიის წევრი;
ელენე ჯავახაძე – ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ლაშა კლდიაშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს საკასო ცენტრის უფროსი, კომისიაში მოწვეული წევრი;
ქეთევან როსტიაშვილი – ფინანსთა სამინისტროს კანცელარიის უფროსის მოადგილე კომისიის მდივანი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები