ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016618
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
29/03/2023
ვებგვერდი, 29/03/2023
010250050.35.162.016618
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/03/2023 - 07/02/2024)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2023 წლის 29 მარტი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მულის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის №2484-Xრს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 აპრილიდან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის განხორციელების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში „წესი“)  არეგულირებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 1 აპრილიდან მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლის განხორციელების სამართლებრივ პროცედურებს.

2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება (შემდგომ „განყოფილება“) ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მისი შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

2. განყოფილება ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, სადაც აისახება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იქნება შეჩერებული.

3. მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების მიზნით გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე (მოხელეები).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ, შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.

5. შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები (გადაღების თარიღის მითითებით) და შედგეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული მშენებლობის გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.

6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და ხელმოწერილ იქნეს ყველა შესაბამისი საჯარო მოსამსახურის მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებლობის შემთხვევაში დათვალიერების ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად უნდა წარედგინოს სამართალდამრღვევს. ამასთან, დათვალიერების ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერის არარსებობამ არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, განყოფილება იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას და ადგენს შესაბამის აქტს. შემოწმების აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, განყოფილება ვალდებულია განახორციელოს ობიექტის შემოწმება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით.

9. თუ პირი, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კვლავ ჩაიდენს ასეთ ქმედებას, მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3601 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე.

10. თუ ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ აღმოიფხვრა მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერების საფუძველი, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ობიექტის მიმართ აღარ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმების ვალდებულება.