„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016644
3
07/02/2024
ვებგვერდი, 08/02/2024
010250050.35.162.016644
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2024 წლის 7 თებერვალი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2023,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016618) შეტანილ  იქნეს  ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – „სამსახური“) ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, სადაც აისახება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იქნება შეჩერებული.

3. მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების მიზნით გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე (მოხელეები).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ, შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.

5. შემოწმების პროცესში აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები (გადაღების თარიღის მითითებით) და შედგეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული მშენებლობის გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.

6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და ხელმოწერილ იქნეს ყველა შესაბამისი საჯარო მოსამსახურის მიერ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებლობის შემთხვევაში დათვალიერების ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად უნდა წარედგინოს სამართალდამრღვევს. ამასთან, დათვალიერების ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერის არარსებობამ არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას და ადგენს შესაბამის აქტს. შემოწმების აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია განახორციელოს ობიექტის შემოწმება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით.

9. თუ პირი, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კვლავ ჩაიდენს ასეთ ქმედებას, მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360​1 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე.

10. თუ ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ აღმოიფხვრა მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეჩერების საფუძველი, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ობიექტის მიმართ აღარ გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმების ვალდებულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი