ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016380
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
28/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
200140030.35.115.016380
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/03/2023 - 15/02/2024)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2023 წლის 28 თებერვალი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1
დაადგინეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (www.matsne.gov.ge, 200140030.35.115.016349, 01/03/2022 წ.) 2022 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი №1

 


ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ  მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

 CN = IMG  X  IT L  X C X K

 ა) CN არის 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს;

გ) IT L არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMC

ITL

C

K

CN

0.28

1

0.24

50

3,36

 

3. დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,36 ლარს.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,344 ლარს.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,008 ლარს.

6. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის  ნორმატიული  ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,7 ლარს.