„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2579-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.018056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2579-XIმს-Xმპ
09/02/2023
ვებგვერდი, 27/02/2023
110060000.04.001.018056
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. V კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბიუჯეტი, ქონება და საჯარო შესყიდვები“.

2. 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 73. საჯარო შესყიდვების მართვა და ორგანიზება

1. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მისი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საჯარო შესყიდვები ხორციელდება ცენტრალიზებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საჯარო შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4428 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2579-XIმს-Xმპ