„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016478
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
374
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010250050.35.157.016478
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2022 - 27/01/2023)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №374

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ პუნქტის და მე-4 ნაწილის, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის და 96-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

თავი I

    ზოგადი დებულებები

წინამდებარე, „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“  (შემდგომში  პროგრამა) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პირობებს მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის გზით და ამ მხარდაჭერისათვის პროცედურების კოორდინაციას მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში ან/და სოციალური საფრთხის წინაშე  მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.

მუხლი 2. პროგრამის რეგულირების სფერო და მოსარგებლეები

1. პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან,   პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.

2. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არაუმეტეს ორი ქვეპროგრამით.

3. პროგრამით გათვალიწინებული მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოდალური დებულების მე-V თავის  24-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იქმნება ინტერდისციპლინური გუნდი, განყოფილების სამი თანამშრომლის: ბავშვის ფსიქოლოგის, იურისტისა და ჯანდაცვის სპეციალისტის შემადგენლობით,  რომლებიც კოლეგიალურად განიხილავენ საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. 

5. პროგრამით მოსარგებლეები არიან:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალუტეტის ტერიატორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან;

ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები;

თავი II

დახმარების სახეები

მუხლი 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წინამდებარე პროგრამით გათვალსწინებული დახმარების   სახეები

ამ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარების დახმარების სახეებია:  

ა) მატერიალური (ფულადი) დახმარება

ბ) არამატერიალური (არაფულადი)  დახმარება

მუხლი 4. მატერიალური დახმარების სახეები

1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულია:

ა)  სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების    უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაცემა კალენდარული  წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) სოცილურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის  შემდგომი განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების   დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში  არა უმეტეს 1000 ( ერთი ათასი ) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის     მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა), სადაც აღნიშნულია შესაბამისი საჭიროება და სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა);

ვ) საბანკო რეკვიზიტი;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას ბენეფიციარს აკისრია ვალდებულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას წარმოუდგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შეძენის ქვითარი),  ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის დახმარების მიმღები ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვის და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშწორებისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.

მუხლი 5. არამატერიალური დახმარების სახეები

1. წინამდებარე პროგრამით  გათვალისწინებული არამატერიალური დახმარების სახეებია:

ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობა;

ბ) ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, ფსიქოლოგიური, იურიდული, სამედიცინო კონსულტირება და შესაბამის მუნიციპალურ სერვისებთან რეფერირება.

მუხლი 6.  მატერიალური ( ფულადი) დახმარების გაცემის წესი

ამ პროგრამის მეოთხე მუხლით  გათვალისწინებული დახმარებები დაინიშნება მულტიდისციპლინური გუნდის საოქმო გადაწყვეტილების  გათვალისწინებით და გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

მუხლი 7. პროგრამის შეფასების ინდიკატორი

პროგრამით მოსარგებლე ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების განმეორებითი შეფასება.

მუხლი 8. პროგრამის შედეგი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური სართხის წინაშე მყოფ არასრულწლოვანთა დახმარება და გაძლიერება.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.