დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 394 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016498 |
|
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01.01.2023, 010250050.35.157.016478) დამტკიცებულ დანართის, „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 4. მატერიალური დახმარების სახეები 1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულია: ა) სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა; ბ) სოცილურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ფიზიკური პათოლოგიის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისათვის, მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ( ერთი ათასი ) ლარისა; დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვების მენტალური დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი ნეიროფსიქოლოგიური (გარდა აუტიზმისა), ენისა და მეტყველების, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) გარდა ამ პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა), სადაც აღნიშნულია შესაბამისი საჭიროება და სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა); ე.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას - ინვოისი – ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც გამყიდველი წარუდგენს მყიდველს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაძენი საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა, გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები და ა. შ., რის საფუძველზეც ხდება გადახდა; ე.გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას - განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას ბენეფიციარს აკისრია ვალდებულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას წარმოუდგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შეძენის ქვითარი), ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის დახმარების მიმღები ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვის და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშწორებისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები