დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.115.016369 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2022 - 28/02/2023)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 190020020.35.115.016343, 01/01/2022 წ.)
|
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი N1
|
თავი I
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით.
|
|
მუხლი 2.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ბ) დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში 1 იანვირსათვის არსებული თავისუფალი სახსრების ნაშთი ათასი ლარით.
|
მუხლი 3.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის შემოსავლები 6776.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის გადასახადები 6041.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის გრანტები 235.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 500.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
არაფინანსური აქტივების კლება
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარით .
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯები 6586.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 360.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და ფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით .
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 30.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 8,0 ათასი ლარი.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 235.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130.0 ათასი ლარი; ბ) სამხედრო სამსახურის საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105.0 ათასი ლარი; |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00 )
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა რეაბილიტაცია, ქალაქის დასუფთავება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) ლენტეხის მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა . მნიშვნელოვანია დასახლებულ პუნქტებთან , საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად ისე სოფლის ცენტრებში , კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. 2.3 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად ისე სოფლის ცენტრში , კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. 2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. 2.5 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღის გაერთიანებაში ფუნქციონირებს 11 საბავშვო ბაღი, აქედან 1 ბაგა-ბაღი მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე, 10-ბაღი ტერიტორიული ერთეულების 10 სოფელში. სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 187 აღსაზრდელს. ბავშვთა აღზრდას ემსახურება 130 თანამშრომელი. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2023 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო, რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში და რაგბში, სარაიონო ტურნირი ჭადრაკში და ტურისტური ლაშქრობა. დაკავებულია მინიციპალიტეტის 100–მდე სპორტსმენი ჭიდაობის, ფეხბურთის ფრენბურთის რაგბის და კალათბურთის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.2. ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2023 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. 4. 2.3. მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02 04) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაფინანსება,სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები. 4. 2.4 კულტურის ცენტრისა დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 15 ) 2023 წელს, წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც დაკავებულია 60 ბავშვი სხვადასხვა წრეებში კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრეები და ფოლკლორული ანსაბლი ლაგუშედა “. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები. იგეგმება საახალწლოდ ქალაქის მხატვრული და ელექტრონული გაფორმება. 4.4 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 06) პროგრამის ფარგლებში იგეგმება ტურისტული ბაზის შექმნა ტურისტების მოზიდვის მიზნით. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება განისაზღვროს თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 ) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას) სოციალური დაცვის მიზნით ყოველთვიური ფინანსური დახმარება 80 ლარის ოდენობით. 5.2.3 სარიტუალო მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 04 02 ) ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევში მათი დაკრძალვის მიზნით 200 ლარის ოდენობით, ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააცნიათ0სარიტუალო მომსახურეობა 200 ლარის ოდენობით, 5.2.4 ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების სოციალური დახმარება. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს. 5.2.5 სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი: ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 04 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიან ოჯახებზე რომელთაც ჰყავთ 4(ოთხი)შვილი (18 წლამდე)-200 ლარი ერთჯერადად, 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე დახმარება 15 ლარი. 5.2.7 ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 04 07 ) 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელტა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით. 2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-95 წლამდე 100 (ასი) ლარის ოდენობით, 95-100 წლამდე 150 (ასორმოცდაათი) ლარი და 100 წლის ზევით 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის გადასახდელები
|
დოკუმენტის კომენტარები