დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23-რს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 27/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.30.060.016082 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
|
მუხლი 2.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 28100000 ლარის ოდენობით.
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 13 ოქტომბრის კანონი №16 - ვებგვერდი, 16.10.2023 წ.
|
მუხლი 4.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 13100000 ლარის ოდენობით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
|
მუხლი 5.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
ფინანსური დახმარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს 14400000 ლარი.
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 13 ოქტომბრის კანონი №16 - ვებგვერდი, 16.10.2023 წ.
|
მუხლი 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 600000 ლარის ოდენობით.
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 13 ოქტომბრის კანონი №16 - ვებგვერდი, 16.10.2023 წ. თავი III
|
მუხლი 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 28384841 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
|
მუხლი 8.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 310500 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თანხა ლარებში
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
|
მუხლი 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
თავი IV აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო (პროფიციტი/დეფიციტი) |
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
|
მუხლი 11.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-595341) ლარის ოდენობით.
ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 595341 ლარის ოდენობით. თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ. |
მუხლი 12.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
0 ლარის ოდენობით.
თანხა ლარებში
2023 წლის პირველი იანვრისათვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ვალი არ გააჩნია. თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
|
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამის შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება მთელი რიგი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლითაც დაცულია ადამიანების უფლება ამ სფეროში. მიუხედავად ამისა, დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება, ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. დევნილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოკლებულია საშუალებას მიიღოს დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა სამომავლოდ უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, იზრდება ფინანსური რისკები, დაავადების გართულებების ალბათობა, მცირდება მკურნალობის ეფექტიანობის მაჩვენებელი, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობები, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ლეტალურ შედეგს.1.1.მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარებადიაგნოზის ვერიფიცირების (მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით) და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს (ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური გამოკვლევები და ა.შ.), ასევე სხვადასხვა ძვირადღირებული კლინიკა – ლაბორატორიულ და ბიოქიმიურ გამოკვლევებს, რომელთაც მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს.აღნიშნულიდან გამომდინარე, ამბულატორიული დახმარების პროგრამის მიზანია დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1.2. მოქალაქეთა ჰოსპიტალური დახმარება პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ასევე ხორციელდება გეგმიური კორონარული ანგიოგრაფია. 1.3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისას პაციენტთა/ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდას. წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თანაგადახდის თანხების მოძიება ავადმყოფების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ან პრაქტიკულად შეუძლებელია, ამის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დაგვიანებით, რის შედეგად იზრდება ავადობის მაჩვენებლები, დაავადების გართულებების ალბათობა, მცირდება მკურნალობის ეფექტიანობა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნული მოიცავს: ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების ხელშეწყობას, ონკოპაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგულ კვლევას და სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეძენას. 1.4. ექიმების გადამზადება უწყვეტი სამედიცინო განათლება უწყვეტი პროფესიული განვითარების ძირითადი კომპონენტია, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას. აგრეთვე, სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს. აფხაზეთიდან იგპ-თა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სპეციალისტთა გადამზადების პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობისათვის ხარისხიანი, კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდებას. 1.5. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს მეშვეობით ფინანსდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტებით მხარდაჭერის ქვეპროგრამა, „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების“ ქვეპროგრამა. 1.6. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურება სარიტუალო მომსახურების პროგრამა ითვალისწინებს ძირითადი ლოკაციებიდან (თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებები) გარდაცვლილის ტრანსპორტირებას ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საშუალო ღირებულების ჩასასვენებლით და სხვა თანმხლები მომსახურების გათვალისწინებით. 1. მოსახლეობის სოციალური დაცვაქვეყანაში მოქმედებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა, ოჯახურ მზუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე, რისთვისაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს ერთჯერადი ფულადი დახმარებით მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2.1. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას. 2.2. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით. 2.3. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას. 2.4. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას. 2.5. სოციალური სოლიდარობა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით სადღესასწაულო დღეებში/საჭიროების შემთხვევაში საჩუქრების/დახმარების (მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების) გადაცემას. 2.6. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო აფხაზეთიდან იგპ-თა სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს ზემო აფხაზეთიდან დევნილთა სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებისთვის ბავშვთა კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას და ერთჯერად ფულად დახმარებას. დახმარების გაცემის წესი, ოდენობა, ბენეფიციართა კატეგორიები და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით. 2.7. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება პროგრამის ფარგლებში სამინისტრო სამიზნე ჯგუფს უზრუნველყოფს ფინანსური დახმარებით. ბენეფიციართა სია განისაზღვრება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს -გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტრო ახდენს ბენეფიციარების პროგრამით განსაზღვრული სახსრებით უზრუნველყოფას ქართულ საბანკო სივრცეში. 2. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაგანათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სფეროში შემავალი ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; აფხაზეთიდან დევნილი ყველა პირისთვის ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა განვითარება; კულტურული ცხოვრების განვითარება და მოსახლეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა კულტურული აქტივობებით მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარების და ცნობიერების ამაღლებისათვის, რაც თავის მხრივ განაპირობებს ძლიერი და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად „სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას“. საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ აკისრებს სახელმწიფოს ყოველმხრივ ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა საყოველთაო აღიარებას, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებასა და გაფართოებას, შემოქმედებით ინტეგრაციას. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ერთიანი კულტურის პოლიტიკის გატარებას, კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ფოლკლორის დაცვა-შენარჩუნებას, აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დაცვას, მის განვითარებაზე ზრუნვას, მიღწეულის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია ხელოვნების სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა; აფხაზეთის ხელოვნების, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა; კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვნების სფეროში პრემიების დაწესება. 3.1. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მიზნად ისახავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ხელშეწყობას. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; გამოავლინოს განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში პრობლემები და ნაკლოვანებები. პრობლემის აღმოსაფხვრელად დასახოს პრიორიტეტები და განახორციელოს ის ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და პოპულარიზაციას. საინფორმაციო ბაზის შექმნა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ – საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მატერიალურ – ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ; ხელშეწყობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის პილოტირებას, დანერგვას და მონიტორინგს; 3.2. სკოლების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესს, რაც სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული 13 საჯარო სკოლა, რომლებიც საჭიროებენ ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსის გაუმჯობესებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში მოქმედი 30 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა. 3.3. წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილი ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების (ბაკალავრები, მაგისტრანტები), სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტების დაფინანსება. გაიცემა სტიპენდიები სხვადასხვა მიმართულებით. განხორციელდება სხვადასხვა სახის შეხვედრები, მათ შორის, მოეწყობა საზაფხულო ბანაკი. 3.4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ხელშეწყობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში ონლაინ საკვირაო სკოლის ფუნქციონირება. აღნიშნულის მიზანია აფხაზეთის საჯარო და გალის რაიონში მდებარე საშუალო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლება, ინტეგრაციის ხელშეწყობა. 3.5. მეცნიერთა მხარდაჭერა პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. 3.6. კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის და სპორტის პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან და კავშირებთან კონტაქტის დამყარება; ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკის დარგების განვითარება და სტიმულირების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა სახელობითი პრემიების (გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია) დაწესება და ამ პრემიების ლაურეატების გამოვლენა. ასევე, ფინანსდება ლიტერატურულ – საზოგადოებრივი ჟურნალი „რიწა“, საყმაწვილო ჟურნალი „იალქანი“, ხდება ისტორიულ – კულტურული მნიშვნელობის წიგნების, პლენერების და გამოფენების ორგანიზება, დევნილი ბავშვების მუსიკალური, ქორეოგრაფიული განათლების ხელშეწყობა, საჭირო პირობების შექმნა, სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა, აფხაზეთისა და ქვეყნის ძირითადი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის პოტენციური რეზერვების გამოვლენა. ასევე, ხორციელდება „აფხაზეთის კულტურულ – შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა“, სხვა კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებები. პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებას და ჩატარებას, როგორიცაა: საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა, საიუბილეო და შემოქმედებითი ღონისძიებები, ტრადიციული და სახალხო დღესასწაულები, ფესტივალებისა და კონკურსების ხელშეწყობა, ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, „მე, აფხაზეთისთვის“, საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისთვის, სპორტულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობა, აფხაზეთის სპორტული ტურნირები, წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა გამოვლენა – დაჯილდოება, „ევროპული არდადეგების“ ჩატარება და სხვა. 3.7. კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა კარგავს თავის ავთენტურობას და უნიკალურობას. მნიშვნელოვანია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვნად შესწავლა, შენარჩუნება და გადაცემა მომავალი თაობებისათვის. აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები, როგორიცაა: ,სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, „მოგზაურობა აფხაზეთში“ და ა.შ. 3.8. თეატრალური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა თეატრის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალური თემების წარმოჩენა სცენაზე, მაყურებლის სულიერი განვითარებისათვის ზრუნვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებისა და სულიერი გამხნევებისათვის ზრუნვა. ამ მიზნით ხორციელდება სხვადასხვა თეატრების დაფინანსება, მათ შორის სსიპ - სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სსიპ – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზეთის სიმღერის, ცეკვის და მუსიკალური ხელოვნების განვითარება. ქართული, აფხაზური და მსოფლიო საგუნდო და აკადემიური მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; თანამედროვე ქართული და მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება. ამ მიზნით ხორციელდება აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“, „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ დაფინანსება. 3.9. აფხაზეთის კულტურულ- შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა პროგრამა მიზნად ისახავს აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას, ასევე შემოქმედებითი მიმართულებების და ხელოვნების დარგების ხელშეწყობას: საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას; ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობას; ფესტივალებისა და კონკურსების (ადგილობრივი და საერთაშორისო), ტრადიციული და სახალხო დღესასწაულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების, საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას, გამოფენების მოწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საიუბილეო და შემოქმედებითი ღონისძიებები, ტრადიციული და სახალხო დღესასწაულები, ასევე გათვალისწინებულია ხელოვნების სხვადასხვა სფეროს – ფესტივალებისა და კონკურსების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის. 3.10. სპორტულ ღონისძიებათა ხელშეწყობა სპორტის სფეროში სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეების განვითარების ხელშეწყობა. სააგენტო წარმართავს არსებული სპორტული ჯგუფებისა და გუნდების სასწავლო – საწვრთნელ მუშაობას (თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, კალათბურთი, მინი – ფეხბურთი, ბერძნულ – რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო და. ა.შ.), აღზრდა – მომზადებას. სამოქმედო გეგმის მიზანია სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და განვითარება. აფხაზეთიდან დევნილი მომავალი თაობის ფიზიკური აღზრდა, გაჯანსაღება, მათი მასიური ჩაბმა სპორტულ სახეებში. მაღალი რანგის სპორტსმენების მომზადება სპორტის სხვადასხვა სახეებში, შემდგომში მათი დელეგირება აფხაზეთისა და საქართველოს ნაკრებში. სააგენტოს ამოცანაა აფხაზეთის, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის და ოლიმპიური კანდიდატების მომზადება. პროგრამის მიზანია სპორტული ღონისძიებების, ტურნირების ჩატარება/ხელშეწყობა. ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად ხელშეწყობა. ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების და ღვაწლმოსილი, ვეტერანი სპორტსმენების გამოვლენა-დაჯილდოება. 3.11. ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით პროგრამა ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებითი კომპონენტებით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება „ევროპული არდადეგები“ და სხვა. 3. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის/კავშირების აღდგენაკონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარების საფუძველი კონფლიქტის მხარეებს შორის შერიგებაა. ამისთვის კი საჭიროა დიალოგი, რომელიც ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის აუცილებელ ნიადაგს ქმნის. ამ მიზნის რეალიზებისათვის და სამშვიდობო პოტენციალის სრულად ამოქმედებისათვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების რესურსის ამუშავება. სამოქალაქო საზოგადოებას დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს დაგროვებული კონფლიქტის შესახებ, აქვს ურთიერთობა მეორე მხარესთან, მაგრამ ამ ყველაფრის გამოყენება სრულად არ ხდება. პრიორიტეტი ითვალისწინებს შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების (ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, კვლევითი, სამართლებრივი დახმარების და სხვა) პროექტების დაფინანსებას/თანადაფინანსებას. პროგრამის რეალიზება ხელს შეუწყობსხალხთაშორისიკომუნიკაციისადა ურთიერთობების გაძლიერებას, პრაგმატული მნიშვნელობის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით, რაც მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნული სამშვიდობო რესურსის გამოყენება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დასარეგულირებლად, ასევე, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ანტაგონიზმის, მტრის ხატის მოხსნა, მშვიდობიანი თანაარსებობის, ურთიერთქმედების, თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება. 4.1. სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება პროგრამის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ პირებში სულიერების დონის ამაღლება, ტოლერანტული ფასეულობების განვითარება და პატრიოტული სულის გაღვივება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, აღჭურვა, რემონტი და სხვა ღონისძიებები. საკვირაო სკოლის, ილორის ტაძრის, კათარზისისა და სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მეშვეობით ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების პროცესში ჩართულობა და ხელშეწყობა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა; აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის სისტემატიზაცია, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა. ახალი ამბების, რუბრიკების, დოკუმენტური მასალებისა და მიუკერძოებელი ანალიტიკური ინფორმაციების მომზადება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. 4.2. კომუნიკაციისა და ინფორმირების გაძლიერება პრიორიტეტის მიზანია იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის გარკევული ეკონომიკური სერვისების მიწოდება, მათ შორის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რომელიც მოემსახურება აფხაზეთიდან იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას. 4.3. სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება პროგრამები შემუშავებულ იქნა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და აფხაზეთიდან დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილი რიგი გამოწვევების გათვალისწინებით. შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას და განვითარებას ერთიანი, სტაბილური და სამართლიანი სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების მიზნით. აღნიშნული პროგრამა დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის, სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას წაახალისებს. ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაძლიერებას და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია ქართული და აფხაზური საზოგადოების, აკადემიური პერსონალის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების როლის გააქტიურება შერიგების, ნდობის მშენებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში. პროგრამა, ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: სამშვიდობო რესურსი, ქართულ – აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა, მშვიდობის ლაბორატორია, სამოქალაქო ჩართულობა და ევროპული მომავალი, საერთაშორისო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის, სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერა და სხვა. 4. საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის განვითარება, აღწერა, ცენტრალიზებული წესით აღრიცხვა, დაცვა და გამოყენება. დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავება, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო და ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა. 5.1. საარქივო ფონდის დაცვა, შენახვა, გაუმჯობესება საარქივო მასალების სტანდარტების შესაბამისი დაცვა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის განვითარება, აღწერა, ცენტრალიზებული წესით აღრიცხვა, სტანდარტების შესაბამისი დაცვა და გამოყენება. დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავება, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო და ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა, არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მომსახურება. ისტორიულად ღირებული საარქივო დოკუმენტების გამოფენის მოწყობა. ურთიერთთანამშრომლობა საზღვარგარეთის არქივებთან და საქართველოს შესახებ არსებული დოკუმენტების შემოტანა. ისტორიის ამსახველი მასალების გამოვლენა ჟურნალისა და ბუკლეტების გამოსაცემად. სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალური სახით, საარქივო ფონდის დოკუმენტების ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება; აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფა, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა; აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავება. აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის სისტემატიზაცია, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და მთავრობისათვის წარდგენა. 5. მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაპრიორიტეტის მიზანია დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა, ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების მხარდაჭერა, მათი პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების გაძლიერება და სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, მათთვის შესაბამისი ეკონომიკური სერვისების მიწოდება, საკონკურსო საფუძველზე დევნილთა ბიზნესპროექტებისა და საქმიანი, სამეწარმეო წინადადებების უზრუნველყოფა. ასევე, აქტუალურია ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში/პროექტებში დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, თანადაფინანსების გზით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტებისა და სამომსახურეო წინადადებების დამუშავება და თანადაფინანსება, რომელთა განხორციელება წაახალისებს დევნილთა ეკონომიკურ აქტივობას. 6. დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებადევნილების მნიშვნელოვანი რაოდენობა განთავსებულია განსახლების ობიექტებზე. დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული შენობები რიგ შემთხვევაში მოითხოვს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ მიზნით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები, როგორიცაა: დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა, იგპ-თა იურიდიული მხარდაჭერა, დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო – აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, „დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება, დევნილთა საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება/მოპირკეთება და სხვა. 7. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეალურ დროში მიმდინარე პროცესებზე მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების ობიექტური ინფორმირება, ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მამხილებელი ფაქტებისა და მასალების მოძიება, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ანალიზის მომზადება, ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ლიტერატურისა და ფოტო – მასალების კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართული კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება; საქართველოს კანონში ისეთი ინიცირების შეტანა, რომელიც გაამარტივებს აფხაზებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, აღდგენას, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილებისათვის კი, ორმაგი მოქალაქეობის მიღებას; მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის მიმართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სრული მხარდაჭერისათვის აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების და აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების პრობლემების გადაწყვეტაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ჩართულობის ხარისხის ამაღლება. 8.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. ფინანსური და არაფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობაეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მოქნილ მართვას, სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ და ეფექტიანად ხარჯვაზე მონიტორინგს. დევნილი მოსახლეობისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გამჭვირვალედ და ეფექტიანად მართვა, მისი სრულყოფილად აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვა. 9.1. ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება და სრულყოფა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველყოფა. დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავება და წარმართვა. 9.1.1. საჯარო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფა ბიუჯეტის ფორმატის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ნორმების დანერგვას და დაცვას. ბუღალტრული აღრიცხვის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე (IPSAS) დაფუძნებულ შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნა და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დანერგვა. 9.1.2. ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა აქტივების მართვის სისტემის დანერგვა, აქტივების მართვის სისტემაში აღრიცხვა და ეფექტური მართვის განხორციელება. 9.1.3. საწარმოთა მართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების მართვის ხელშეწყობა. 9.2. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული სახელმწიფო უძრავი ქონების აღრიცხვა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია. აფხაზეთში არსებული სახელმწიფო უძრავი ქონების ნუსხის ელექტრონული ვერსიის შექმნა. 9. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა ინსტიტუციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ორგანოს გამართული ფუნქციონირება. 10.1. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელება. „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ - დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება. აფხაზეთის პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 8 აგვისტოს კანონი №15 - ვებგვერდი, 10.08.2023 წ.
|
მუხლი 14.
ახალი ინიციატივები |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
თავი VІ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 28695341 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
თანხა ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 10 მაისის კანონი №11 - ვებგვერდი, 17.05.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 8 აგვისტოს კანონი №15 - ვებგვერდი, 10.08.2023 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 13 ოქტომბრის კანონი №16 - ვებგვერდი, 16.10.2023 წ. თავი VII მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16.
სარეზერვო ფონდი |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 185 000 (ას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად.
სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 13 ოქტომბრის კანონი №16 - ვებგვერდი, 16.10.2023 წ.
|
მუხლი 17.
თანამდებობრივი სარგოები, ფულადი ჯილდო, დანამატები და დახმარებები |
1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და აგრეთვე წარმომადგენლობების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები. 3. 2023 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 18 |
წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა და ხარჯვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 19.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა |
კომპენსაციები და დავალიანებები (მ.შ. სასამართლო გადაწყვეტილება) და მიმდინარე რეორგანიზაციის ხარჯები განისაზღვროს 50 400 (ორმოცდაათი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად. წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2023 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას, დაწესებულებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 13 ოქტომბრის კანონი №16 - ვებგვერდი, 16.10.2023 წ.
თავი VIII დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 20.
კანონის ამოქმედება |
1. კანონი ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (№27-რს, ვებგვერდი 27/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: №190020020.30.060.016076). |
27 დეკემბერი 2022 წ. ქ. თბილისი N23-რს |
დოკუმენტის კომენტარები