დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016554 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2022 - 24/03/2023)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“, დანართი №1 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული „საპროექტო განაცხადის ფორმა“, დანართი №2 შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება 50 000 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი ახალგაზრდული საბჭოს ინიცირებული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებს და წარდგენილი და განხილული უნდა იქნეს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსა“ და „თემის ახალგაზრდული საბჭოს“ მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის წესს, პროცედურასა და კრიტერიუმებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდული საბჭო – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ,,თემის ახალგაზრდული საბჭო“ ან/და მერის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო“ ; ბ) ბიუჯეტი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი; გ) დაფინანსება/თანადაფინანსება – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსება ან თანადაფინანსება ერთი ინიციატივის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3000 ლარისა, (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში 50 000 ლარის ფარგლებში; დ) ერთობლივ პროექტი - როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს. ე) ინდივიდუალურ პროექტი - როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს. ვ) კომისია - მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების ამ წესთან შესაბამისობას და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. ზ) პროგრამა – ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“ დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა (05 04). თ) საპროექტო განაცხადი - ამ დადგენილების დანართი N2-ით დამტკიცებული სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, პროექტის განხორციელების მიზანი, მოსალოდნელი შედეგი, შესასრულებებლი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა, საჭირო ფინანსური ხარჯები და სხვა. მუხლი 3. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურა 1. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ საპროექტო განაცხადს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს - თემის საბჭოს ლიდერი, ხოლო ერთობლივი პროექტების შესახებ საპროექტო განაცხადს – თემის ლიდერები . 2. დაფინანსების/თანადაფინანსების მოპოვების მიზნით, წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ინდივიდუალური პროექტის განხორციელების შემთხვევაში: ა.ა) ,,თემის ახალგაზრდული საბჭოს“ არანაკლებ 50%+1 წევრის მიერ ხელმოწერილი საპროექტო განაცხადი; ა.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) ერთობლივი პროექტის განხორციელების შემთხვევაში: ბ.ა) მერის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ ლიდერების ხელმოწერილი საპროექტო განაცხადი, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულებს (თემებს) მოიცავს განსახორციელებელი პროექტი ; ბ.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 3. კომისია ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას და ამ წესის პროცედურებსა და კრიტერიუმებთან თანხვედრას. 4. კომისია უფლებამოსილია საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმაში, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გასწორების მიზნით, საპროექტო განაცხადის წარმდგენ სუბიექტს განუსაზღვროს ვადა - 5 სამუშაო დღის ოდენობით, მის გამოსასწორებლად. მუხლი 4. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევის კრიტერიუმები 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტები უნდა მოიცავდეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ შემდეგი მიმართულების პროექტებს: ერთჯერადი ან მრავალჯერადი ახალგაზრდული ღონისძიებ(ებ)ის (განათლების, კულტურის, სპორტის, ბანაკების და სხვა) ორგანიზება, არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი), საერთაშორისო და ადგილობრივი გაცვლითი ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერა, ინოვაციური იდეის მხარდაჭერა, სოციალურ სფეროში განსახორციელებელი ისეთი აქტივობა, რომელიც არ ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო სხვა პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული საკითხები, ჯანდაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება რომელიც გამომდინარეობს ახალგაზრდების ინტერესებიდან, გარემოსდაცვითი საკითხები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტები. 2. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებიდან; ბ) შესაბამისობაშია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებთან; გ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მინიმალური ღირებულება არ აღემატება - 3000 ლარს, გარდა ერთობრივი პროექტის განხორციელებისა, სადაც დაფინანსების ან თანადაფინანსების მინიმალური ღირებულება არ აღემატება - 5000 ლარს. 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოებს შეუძლიათ პროექტი განახორციელონ ინდივიდუალურად ან ერთობლივად. 4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტებს , რომლის: ა) თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით; ბ) ინიცირებული პროექტი წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელებული მაშტაბური პროექტის ნაწილს; 5. ახალგაზრდულმა საბჭოებმა პროექტების ინიცირება უნდა მოახდინონ 2023 წლის 1 აპრილამდე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ინიციატივას თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით და მისი წარმოდგენა 2023 წლის 1 აპრილამდე შეუძლებელი იყო. მუხლი 5. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის მიერ წინადადების განხილვის შედეგად, წინადადების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების მიზნით, კომისია ამზადებს რეკომენდაციას. 2. ამ მუხლის 1- ლი პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, პროგრამის კრიტერიუმების გათვალისწინებით, გამოყოფს საჭირო ფინანსურ რესურსს. 3. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელნი არიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ის სტრუქტურული ერთეულები, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, მათი კომპეტენციის გათვალისწინებით დაევალებათ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა. 4. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, თანხის გადაცემა, საპროექტო განაცხადის წარმდგენილი სუბიექტებისთვის დაუშვებელია. მუხლი 6. ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე კონტროლი ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ის სტრუქტურული ერთეული ან მერიაში საამისოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, დაევალება აღნიშნული პასუხისმგებლობა.
|
დანართი №2
საპროექტო განაცხადის ფორმა |
1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
განმცხადებლის რეკვიზიტები
2. ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
2.2 კონკურსის თემატური მიმართულება/ები
2.3 პროექტის განხორციელების ადგილი ( მუნიციპალიტეტი, სოფელი, საჭიროებისამებრ)
2.5 პროექტის ბიუჯეტი: (პროექტის დეტალური ბიუჯეტიდან (ფორმა 2) გადმოიტანეთ ჯამური მონაცემი)
3. არსებული პრობლემის/გამოწვევის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ არსებული პრობლემა/გამოწვევა, რომლის მოგვარებას/შემსუბუქებასაც საპროექტო იდეით შეძლებთ. რა ფაქტორები განაპირობებს პროექტით წარმოდგენილი იდეის განხორციელების საჭიროებას).
4. პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის არსი).
5. პროექტის მიზანი(ები) (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის მიზანი/მიზნები).
6. ამოცანები (მაქსიმუმ 1 გვერდი) (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის რა კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი).
7. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები. რამდენიმე ამოცანის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, საქმიანობები დააჯგუფეთ ამოცანების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ საქმიანობის გრაფა. იხილეთ ნიმუში ქვემოთ).
ამოცანა 1 – (ამოცანის დასახელება) საქმიანობა 1
საქმიანობა 2
ამოცანა 2 – (ამოცანის დასახელება) საქმიანობა 1
საქმიანობა 2
8. სამოქმედო დროითი გეგმა (1-2 გვერდი) ცხრილი N1 - პროექტის საქმიანობების გეგმა-გრაფიკი
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები 9. განმცხადებლის გამოცდილება (გთხოვთ, აღწეროთ პროექტით წარმოდგენილი საქმიანობების განხორციელების მიმართულებით თქვენი გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში)
10. პროექტის მოსალოდნელი შედეგები (გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორცილების მოსალოდნელი შედეგები რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით).
11. პროექტის მდგრადობა (განმარტეთ, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება პროექტის შედეგები)
12. პროექტის განმახორციელებელი გუნდი (პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირთა რაოდენობა და მათი როლი პროექტის განხორციელებაში).
13. პროექტის ბიუჯეტი (ბიუჯეტი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის მითითებულ აქტივობებთან. ბიუჯეტი წარმოადგინეთ ლარში)
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები