დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016567 |
14
24/03/2023
ვებგვერდი, 27/03/2023
010250050.35.167.016567
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2022 010250050.35.167.016554). |
| მუხლი 2 |
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების ღირებულება არ აღემატება 3000 ლარს, გარდა ერთობლივი პროექტის განხორციელებისა, სადაც დაფინანსების ან თანადაფინანსების ღირებულება არ აღემატება თემის ახალგაზრდული საბჭოების შემთხვევაში თითოეული პროექტის დაფინანსების შეკრებით მიღებულ მაქსიმალურ თანხას, ხოლო მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შემთხვევაში – 5000 ლარს;“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები