დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 592 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.023803 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2022 - 14/03/2024)
|
ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ − „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის კოორდინაციის მიზნით, განისაზღვროს ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს წევრი. 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – საბჭოს წევრი. 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი. 7. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − საბჭოს წევრი. 8. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს წევრი. 9. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − საბჭოს წევრი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული „ეკონომიკური საბჭოს დებულება“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ეკონომიკური საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. 2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მისი დაგეგმვის კოორდინაცია, განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება; გ) ქვეყნის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დაგეგმარების/მომზადების კოორდინაციის ხელშეწყობა; დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა წინასწარი შესწავლა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3. საბჭოს მოწვეული წევრები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება, მოწვეულ იქნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები. მუხლი 4. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს სხდომები დახურულია. 3. საბჭოს სხდომა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით. 4. საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საბჭოს წევრებისათვის. მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები