„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.024488
95
21/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
010220030.10.003.024488
„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №95

2024 წლის 21 მარტი

   ქ. თბილისი

 

„ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2022, 010220030.10.003.023803) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11

 საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს;

ბ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს;

გ) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს;

დ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე